ბაობაბის ხის გახმობა სწორედ იმას მოასწავებს, რაც "ოცნებას" ელის - კუპრაძე

09.08.24 22:07
ბაობაბის ხის გახმობა სწორედ იმას მოასწავებს, რაც "ოცნებას" ელის - კუპრაძე

"ხის გახმობა ცუდის ნიშანია მეპატრონისთვის. სავარაუდოდ, სწორედ იმას მოასწავებს, რაც "ოცნებას" ელის" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კენიიდან საქართველოში ჩამოტანილი ბაობაბის უნიკალური ხეების გახმობას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "დღის ამბების" ეთერში "ქართულ ოცნებას" ქვეყნის რუსულ ჭაობში ჩაფლობის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიუხედავად "ძალადობის ტალღებისა, ქართველ ხალხს ამის არ ეშინია".

ხის გახმობა ცუდის ნიშანია მეპატრონისთვის. სავარაუდოდ, სწორედ იმას მოასწავებს, რაც "ქართულ ოცნებას" ელის. სასტიკი დამარცხება, ხელისუფლებიდან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა იმ ადამიანების, რომლებმაც ბოროტება შექმნეს ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ტალღები იყო, ამის არ გვეშინია. არც დაუცველები ვიქნებით და მეორე ლოყას არ შევუშვერთ მოძალადეს, რომელსაც ამ ქვეყნის გადაგდება უნდა უფსკრულში და რუსულ ჭაობში, სადაც თავადაც კი იძირებიან", - ამბობს კუპრაძე.

კენიიდან გადმორგული რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხე გახმა - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მტკიცებით, ეს მისი გადმოტანისას ხელოვნური შეფერხებების გამო მოხდა.

მომხდარში პარკი ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.