ამერიკული დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან

10.08.24 11:10
ამერიკული დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან

ამერიკული დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ -  ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი დილიდან არჩევნების საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს უსმენენ. 

 ამერიკელ სენატორი და ამერიკელ კონგრესმენი მესამე სექტორისგან მოისმენენ, როგორ აპირებენ ისინი არჩევნებზე მოქალაქეების ხმის დაცვას. საუბარი დიდი ალბათობით შეეხება "რუსულ კანონსაც", რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საერთასორისო მოწოდების მიუხედავად მაინც მიიღო. 

ამერიკელი მაღალჩინოსნები თბილისში პირველად იმყოფებიან, მას შემდეგ რაც შტატებიდან "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების და ურთიერთობების გადახედვა დაიწყეს.

ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს, ჩამოდიან. 

მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანის სასახლეში უკვე შეხვდნენ. ჯინ შაჰინი გუშინვე უნდა შეხვედროდა საქართველოს პრემიერს, თუმცა შეხვედრა გადაიდო. 

ირკვევა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები ირაკლი კობახიძეს დღეს 12:00 საათზე შეხვდებიან.