"პროკურატურა საკუთარი უმოქმედობის გადაფარვას ცდილობს" - სასტიკ ანგარიშსწორებაში ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი

10.08.24 11:39
"პროკურატურა საკუთარი უმოქმედობის გადაფარვას ცდილობს" - სასტიკ ანგარიშსწორებაში ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი

"პროკურატურა მისი უმოქმედობის გადაფარვას ცდილობს" - ასე აფასებს სოფელ ატენში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ადვოკატი საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას. 

საქმე ეხება პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო უწყებამ საქმის ფიგურანტებს ბრალი დაუმძიმა. 

სპეცრაზმელ დემეტრე რევაზაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიმდინარეობს, მთლიანად საქართველოს პროკურატურის მიერაა ინსპირირებული. 

სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც დიმიტრი რევაზაშვილის მიმართ მიმდინარეობს, მთლიანად არის ინსპირირებული საქართველოს პროკურატურის მხრიდან იმ უმოქმედობის გადასაფარად რომელიც იგი იენს ხოლმე ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად აქციების დროს, სპეცრაზმელების მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტებთან. მათ უნდათ, ამ სისხლის სამართლის საქმის მაგალითზე აჩვენონ, რომ მათ დააკავეს სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი, იმ მიზნით, რომ მან პასუხი აგოს. სინამდვილეში ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის მოხდეს იმის ჩვენება, რომ ისინი რაღაცა ტიპის მოქმედებებს ახორციელებენ და თითქოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს არის გადაფარვის მცდელობა მათი უმოქმედობის"- აცხადებს ადვოკატი, რეზო რევაზიშვილი. 

სპეცრაზმელი, რომელსაც ბრალად თანასოფლელის, რევაზ მიხანაშილის სასტიკი ცემა ედება, მოსამართლემ წინასწარ პატირმობაში გაუშვა.

თავდაპირველად დემეტრე რევაზაშვილი ამტკიცებდა, რომ 55 წლის კაცი არ უცემია და ის თავად წაიქცა, თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მას დუმილი აღარ დაურღვევია.

ამ დრომდე მიმალვაშია ოქროს მოწმე, სოსო ბარჯაძეც, რომელსაც გამოძიება თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. საგამოძიებო უწყების ახალი განცხადების თანახმად კი ეს უკანასკნელი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა. 

დაზარალებული 55 წლის რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

სისხლიანი ანგარიშსწორება 29 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ატენში მოხდა.