გიგაური შაჰინთან და ტერნერთან შეხვედრაზე - განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის, ნატო-ს წევრი გახდეს
რა გზავნილები ჰქონდათ ამერიკული დელეგაციის წევრებს არასამთავრობოებისთვის? - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის განცხადებით, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა.
როგორც გიგაურმა განაცხადა, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე და რუსულ კანონზე ისაუბრეს.
რაზეც მათ ისაუბრეს, იყო ის, რომ აქ არიან, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა.
საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამ წუთებში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.