კალაძე შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე - მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი

10.08.24 13:30
კალაძე შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე - მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი

დედაქალაქის მერს სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენი მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. 

კახა კალაძის თქმით, იმედი აქვს, რომ "სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ისმენდნენ": 

კახა კალაძე იქვე ამბობს, რომ მისასალმებელია, როცა პარტნიორი ქვეყნის, მაღალი თანამდებების პირები საქართველოში ჩამოდიან.

ჩვენი დიდი სურვილია და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება რასაც ვისმენდით. მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი, ვფიქრობ იქნება ის ხაზი, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობა ცუდია. თუმცა, როდესაც კითხვას ვსვამთ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და როგორ შეიძლება დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეუშალოს, პასუხი არის მხოლოდ ერთი - იმიტომ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ. 

 დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამ წუთებში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდებიან. 

ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.