გულდასაწყვეტია - კალაძე ივანიშვილის ბაობაბების გახმობას ოპოზიციას აბრალებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ბაობაბის ხეების გახმობის გამო გულდაწყვეტილია.
დედაქალაქის მერი "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრობს.
(ბაობაბის ხეები) იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ, გახმა. გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ხეები იყო განთავსებული აღნიშნული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული, საჩივრებით და ა.შ. შეიქმნა ძალიან დიდი პრობლემები. ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერება, ამის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არ მიცემა ქვეყნისთვის, ასოცირების ხელშეკრულების ხელის არ მოწერა- ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელობას, ამ ქვეყანაში მშვიდობას და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პასუხი გავცეთ ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს“, - განაცხადა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.