მოხარული ვარ, რომ ამ ჰუმანიტარულ პროექტს მიეცა სისტემატური სახე - ალასანია

10.08.24 16:07
მოხარული ვარ, რომ ამ ჰუმანიტარულ პროექტს მიეცა სისტემატური სახე - ალასანია

"მოხარული ვარ, რომ ამ ჰუმანიტარულ პროექტს მიეცა სისტემატური სახე" - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ალასანიამ მადლობა გადაუხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სოფო ჯაფარიძეს და ყველა იმ ექიმს, რომლებიც მიმდინარე პროექტში მონაწილეობენ.

ძალიან მიხარია, რომ უკვე ამ ჰუმანიტარულ დახმარებას მიეცა სისტემატური სახე. მადლობა სოფო ჯაფარიძეს და ყველა ექიმს, ვინც მონაწილეობს ამ პროექტში. რამხელა საქმე კეთდება, როდესაც ამდენი ადამიანი, რომელსაც არ აქვთ სახსრები მივიდნენ ელემენტარულად ექიმთან, მოდის აქ და იღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ამ კეთილშობილურ პროექტში". - განაცხადა გიული ალასანიამ.