"შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო" - ამერიკელი პოლიტიკოსები ჩიქოვანს შეხვდნენ
თბილისში მყოფ ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანიც შეხვდა - საქართველოში ამერიკის საელჩოს ცნობით, სენატრომა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა "შეშფოთება გამოთქვეს "ქართული ოცნების" "ცრუ ნარატივების გამო, რამაც "ღირსეული პარტნიორის" წვრთნების გადადება გამოიწვია".
ამასთან, მხარეებმა რუსეთის ოკუპაცია და ამერიკულ და ქართულ ძალებს შორის თანამშრომლობა განიხილეს. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც.