"მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას" - ამერიკული დელეგაცია ახალგაზრდებს შეხვდა

10.08.24 17:51
"მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას" - ამერიკული დელეგაცია ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოში მყოფი ორპარტიული ამერიკული დელეგაცია ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდნენ - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, შეხვედრა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გორის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ. 

100-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები, ჩართულია ცენტრში მიმდინარე ღონისძიებებში ახალი უნარების განვითარების, კავშირებისა და სამუშაო შესაძლებლობების მოსაძიებლად.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ. 

დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც.