"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ხდება ქუთაისში" - კირკიტაძე "დემოკრატიის ფესტივალზე"

10.08.24 18:15
"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ხდება ქუთაისში" - კირკიტაძე "დემოკრატიის ფესტივალზე"

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD-ის მიერ გამართულ "დემოკრატიის ფესტივალს" ესწრებიან.

როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც დღეს ხდება ქუთაისში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეუძლიათ მოქალაქეებს, დაინტერესებულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს მივიდნენ და საარჩევნო პროგრამის შესახებ კითხონ. ქუთაისელებს დღეს ასევე აქვთ შანსი გაეცნონ ჩვენი პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების გამოცდილებას, გაეცნონ მათ ხედვებს და ა.შ.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება. პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. 

გასულ კვირას ღონისძიებას კახეთმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიებას ასევე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.