"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს" - ამერიკელი პოლიტიკოსები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
ამერიკული დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ - ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი ცოტა ხნის წინ სოფელ ოძისს ეწვივნენ. ამერიკელმა სენატორმა, რომელიც რუსეთის პოლიტიკას ყოველთვის ღიად აკრიტიკებს, დღეს საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოიყურება რუსული აგრესია რეალობაში.
"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე" - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკელმა პოლიტიკოსებმა რუსული ოკუპაცია დაგმეს და რუსეთს მოუწოდეს, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.