ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს - ოპოზიციასა და ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის დისკუსია დაიწყო
ამ წუთებში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს - ამერიკელ სენატორთან და კონგრესმენთან სასაუბროდ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი მივიდა.
ტელეკამერებმა პოლიტიკურად აქტიური და პოლიტიკურ კულისებში გასული აქტორებიც დააფიქსირეს. ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ჩანიშნულ შეხვედრაზე მოულოდნელად რუსული კანონის მიმღები მეოცნებე დეპუტატებიც გამოჩნდნენ. ახლა მთავარი კითხვაა, ვის რა აქვს სათქმელი გავლენიანი პოლიტიკოსებისთვის.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალჩინოსნები შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.