სენატორთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, დამპატიჟეს და ვისაუბრეთ საქართველოზე - ალასანია
ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრიდან ქართველი პოლიტიკოსები უკვე გამოდიან - 1-საათიანი დისკუსიის შემდეგ, ამერიკის ელჩის რეზიდენცია გიორგი გახარიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და ირაკლი ალასანიამ უკვე დატოვეს.
სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრის დროს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საუბარი საქართველოს შესახებ ჰქონდათ.
სენატორთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, დამპატიჟეს და ვისაუბრეთ საქართველოზე" - ამბობს ირაკლი ალასანია.
ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა საქართველოში არსებულ პრობლემებზე, რუსულ კანონზე, 2024 წლის არჩევნებსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.