"კანონზე საუბარი საერთოდ არ გვქონია" - ბოჭორიშვილი ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ
"კანონზე საუბარი საერთოდ არ გვქონია" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ირწმუნება, რომ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან საუბარი ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებულ რუსულ კანონზე არ ყოფილა და დისკუსია ზოგად ხასიათს ატარებდა.
საქართველოსვის მნიშნელოვანი საკითხები და საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებზე ზოგადად ვისაუბრეთ. კანონზე საუბარი საერთოდ არ გვქონია", - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა საქართველოში არსებულ პრობლემებზე, რუსულ კანონზე, 2024 წლის არჩევნებსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.