დარწმუნებული ვარ, ჯინ შაჰინის გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა - ბოკუჩავა

10.08.24 18:44
დარწმუნებული ვარ, ჯინ შაჰინის გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა - ბოკუჩავა

"დარწმუნებული ვარ, სენატორი ჯინ შაჰინის გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ელოდება ცვლილებებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა. 

ბოკუჩავას თქმით, ჯინ შაჰინი საქართველო დიდი მეგობარი და სენატის ყველაზე აქტიური წევრია.

კონკრეტულად ჯინ შაჰინი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და ვიტყოდი ყველაზე აქტიური სენატის წევრი, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. დარწმუნებული ვარ მისი გზავნილი იქნება კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ითხოვს და ელოდება ცვლილებებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.“  - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.