აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა

11.08.24 10:28
აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა

აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდეე იბრძოლეს. ოკუპანტებთაან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ  გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან  მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.