ნეტავ რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე - პრეზიდენტი

11.08.24 10:36
ნეტავ რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე - პრეზიდენტი

"უაზრობაა" ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილის ბაობაბებისს გახმობის "ოცნებისეულ" თეორიას. საქმე ეხება კახი კალაძის განცხადებას ეხება, რომელმაც თანაგუნდელების მსგავსად თქვა, რომ საუკუნოვანი ხეების გახმობა ენმ-ს ბრალია. 

ქვეყნის მთავარ სარდალს უკვირს, როგორ შეიძლება ხელისუფლება დარდობდეს ოლიგარქის ნაყიდი ხეების ბედზე, როცაა ამ დროს ქვეყანა დიდი გამოწვევევის წინაშეა. ზურაბიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ხეების დატირების კამპანია შემთხვევითი არ არის და "ოცნება" სხვის მითითებებს მორჩილად ასრულებს.

ნეტავ რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.