"ოცნება" საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებით დაინტერესებული არ არის - შაჰინი და ტერნერი
ორდღიანი ვიზიტის დეტალებს ფარდა აეხადა. სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" საუბრებმა უშედეგოდ ჩაიარა. ამერიკელი პოლიტიკოსები ვეღარ ხედავენ ხელისუფლების სურვილს, საქართველო-ამერიკის დაპაუზებული უერთიერთობები გაგრძელდეს. ამის შესახებ ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობებს გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ვახსენე ადრე, თუნდაც ის განცხადება, რომ გადატრიალებას გეგმავდა აშშ-ს მთავრობა საქართველოში, რაც აბსოლუტური სიცრუეა. აშშ დაინტერესებული არ არის ამით. ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენს ურთიერთობებში. საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს ვუჭერდით მხარს, ვუჭერდით მხარს ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეების სურვილებს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით, - თქვა შაჰინმა.
მაიკ ტერნერის თქმით, კობახიძეს შეხვედრაზე ამერიკა-საქართველოს შორის გაფუჭებულ ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა არ აუღია და არც რაიმე შეთავაზება ჰქონა ამ ურთიერთობების გამოსაკეთებლად.
იმედგაცრუებას იწვევდა პრემიერ-მინისტრის კომენტარი. პასუხისმგებლობა არ აუღია ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე. განცხადება არ გაუკეთებია რაიმე გეგმების შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის ურთერთობებს. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახავს ამერიკის პოზიციას, - განაცხად ტერნერმა.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორი დღის წინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს ჩამოსვლის დღესვე შეხვდნენ.
გუშინ დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.