გვაღელვებს და გვაშფოთებს მოახლოებული არჩევნები - შაჰინი

11.08.24 12:36
გვაღელვებს და გვაშფოთებს მოახლოებული არჩევნები - შაჰინი

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა საქარტველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება 26 ოქტომბრის არჩევნებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ის სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

შაჰინის თქმით, მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესში ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად საერთაშორისო დამკვირვებლებიც იყვნენ ჩართულები. 

გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში ისევე, როგორც შესაბლებობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუველყოფს, რომ სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს ხმის მიხცემა, რომ შეძლონ არჩევნებში მომნაწილეობა, - განაცხადა შაჰინმა. 

ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორი დღის წინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს ჩამოსვლის დღესვე შეხვდნენ. 

გუშინ დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.