"გაჭირვება და უპერპსექტივობა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ" - თინა ბოკუჩავა წყალტუბოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდა

11.08.24 12:56
"გაჭირვება და უპერპსექტივობა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ" - თინა ბოკუჩავა წყალტუბოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად წყალტუბოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს  მათი საარჩევნო გეგმები და ეკონომიკური ხედვაც.

თინა ბოკუჩავას თქმით, წყალტუბოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ადამიანების უკიდურესი გაჭირვება იგრძნობა. 

დღეს ვიმყოფებით წყალტუბოში, გვაქვს რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შემოვედით ბაზარში, სადაც არის ძალიან ბევრი ხალხი და ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ბევრ ადამიანს ვესაუბროთ. სამწუხაროდ, ყველა საუბრობს უმძიმეს პრობლემებზე, რომ ახალგაზრდები მიდიან წყალტუბოდან, მიდიან სოფლებიდან, მოხუცები, რომლებსაც არ ჰყოფნით პენსია, არის ძალიან დაბალი ხელფასები და ზოგადად გაჭირვება 12 წლიანი მმართველობის შედეგად, ამიტომ 26 ოქტომბერს ყველა უყურებს ძალიან დიდი იმედით, როდესაც ერთიანობით ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ეს გაჭირვება და უპერსპექტივობა, რაც ივანიშვილის პარტიამ მოიტანა და ჩვენი ერთიანობით მოვიტანოთ დიდი გამარჯვება. საქართველოს მოქალაქეებს მოვუტანოთ კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.