რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს? - რას ამბობს კობახიძე
რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს? - პრემიერი ამტკიცებს, რომ განმარტებები "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ სენატორ შაჰინს და კონგრესმენ ტერნერს მისი მეშვეობით უკვე მოახსენა. ამის მიუხედევად კობახიძე ირწმუნება, რომ მიზეზები გასაჯაროება არ შეუძლია, რადგან ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია.
ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ ამერიკელ მაღალჩინისნებს მასთან შეხვედრაზე "გამჭვირვალობის კანონი" საერთოდ არ უხსენებიათ.
განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშაულოდ განემარტათა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ეს არის დამოკიდებული ამერიკელ პარტნიორებზე. გულწრფელად გავუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს, ასევე ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმასტან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ერთი დეტალი არის ის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს არეცრთ შეხვედრაზე გამწვირვალობის შესახებ კანონი საერთოდ არ უხსენებიათ, - ამბობს კობახიძე.
ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან სუაბრის სურვილი ჰქონდა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.