ივანიშვილი დაემალა აშშ-ს წარმომადგენლებს, რადგან არცერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა, რადგან არცერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ოპოზიციის წევრის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების განმტკიცებას ცდილობდეს, მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.
ივანიშვილი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ხვდებოდეს და ამ უკიდურესად მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ამტკიცებდეს ურთიერთობებს აშშ-თან, დაემალა მათ წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მას არ აქვს არცერთ შეკითხვაზე პასუხი და ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, დიდი გულაცრუება იყო ეს ვიზიტი ამერიკელი პარტნიორებისთვის. ახლა ჯერი არის ქართველ ხალხზე, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დავასრულოთ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, როდესაც აფუჭებს ურთიერთობებს აშშ-თან, - ამბობს სამადაშვილი.
ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან სუაბრის სურვილი ჰქონდა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.