შინდისში ჩასული პრემიერი ისევ აგვისტოს ომის გამოძიებაზე საუბრობს
შინდისის გმიების დაღუპვიდან 16 წლის თავზე პრემიერი ისევ აგვისტოს ომის გამოძიებაზე საუბრობს. შინდისში, გმირთა მემორიალთან მისული კობახიძე დღეს თავს ისევ ენმ-ს დაესხა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი ნაცმოძრაობის პრეზიდენტად მოიხსენია.
ჩვენთვის მნიშნელოვანია იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება გამოძიებული ასეთი ტიპის დანაშაულები, შეიძლება ქვეყანას მუდმივად დარჩეს რისკი. ნაცმოძრაობა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამ მოსაზრებას იზიარებს ნაცმოძრაობის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აცხადებდა მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში 2018 წელს, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს. ანუ ანცმოძღაობა და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არიან ერთ აზრზე. დანარჩენს დაადგენს უკვე გამოძიება, - განაცხადა კობახიძემ.
შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. 2008 წლის 11 აგვისტოს რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.