ივანიშვილისგან მთელი საქართველოა მოტყუებული, მაგრამ განსაკუთრებით მოტყუებულია წყალტუბო - გიგი უგულავა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი უგულავა წყალტუბოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ წყალტუბოელები მოატყუა, როდესაც იქ "სამოთხის აშენებას" დაჰპირდა. ოპოზიციის წევრის თქმით, ქალაქში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ აღარაფერი გაკეთებულა და ამას იქ არსებული მდგომარეობაც ცხადყოფს.
მთელი საქართველოა მოტყუებული, მაგრამ განსაკუთრებით მოტყუებული, ბიძინა ივანიშვილისგან პირადად და "ქართული ოცნებისგან" არის სწორედ წყალტუბო. ყველას ახსოვს აქ, 2019 წელს დაპირება, რომ აქ, უნდა აეშენებინათ სამოთხე, ყველა სანატორიუმი, რა თქმა უნდა, უნდა მუშაობდეს, მაგრამ სინამდვილე არის ის, რომ თითი თითზე არავის არ დაუკარებია და ეს იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე. აბსოლუტურად ყველაფერი გააჩერეს, ერთადერთი სკვერი, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო აქ, იმის პოსმედიკური დამთავრება მოხდა და რაც მთავარია, აი, ის კარგად ჩანს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჩვენს პარტნიორებთან ევროპელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. თუ რამე გაკეთდა, გაკეთდა, ისევ მიხეილ სააკაშვილის დროს და ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ამიტომ, წყალტუბო არის ძალიან ნათელი მაგალითი იმასა, რომ როგორ შეიძლება აქაურობას დაუბრუნდეს ძველი დიდება და შეიქმნას კიდევ ახალი სიცოცხლე, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი, რასაკვირველია, ხალხი, რომელიც უნდა დაბრუნდეს, ასევე სოფლის
მეურნეობა. ჩვენ წყალტუბოს ბაზარში ვართ ახლა, ყველაზე მთავარი, არის მწვანილი, რომელიც დიდი რაოდენობით აქ მოდის, მაგრამ აქაც არის მთავარი პრობლემა, ზუსტად ის, რომ, თუ არ იქნება სამაცივრე მეურნეობა, თუ არ იქნება აწყობილი ეს სისტემა, თვითღირებულება არის დაბალი და მაქსიმუმ, რუსეთის ბაზარზე გაიტანონ, მაშინ როდესაც ევროპულ ბაზარზე თუ გავიტანეთ, იქნება გაცილებით უფრო დიდი ფასი გლეხისთვის და გაცილებით უფრო მეტი დოვლათი დარჩება აქ.აი, ეს ყველაზე კარგად ჩანს წყალტუბოს მაგალითზე, ამიტომ 26 ოქტომბერს, წყალტუბო, რომელიც ტრადიციულად არის ოპოზიციურად განწყობილი "ქართული ოცნებისადმი", კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს თავის თავს, იმიტომ რომ, ყველაზე ნათელი მაგალითია სამოთხე, როგორ უნდა აქციო მიტოვებულ ჯოჯოხეთად და ეს ხალხი ცხოვრობს, ალამაზებს აქაურობას, უბრალოდ
მთავრობა არაფერში არ უდგას გვერდით, - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ.