წყალტუბო არის ნათელი მაგალითი “ქართული ოცნების” მიერ მიტოვებული საქართველოსი - გიორგი ვაშაძე

11.08.24 14:21
წყალტუბო არის ნათელი მაგალითი “ქართული ოცნების” მიერ მიტოვებული საქართველოსი - გიორგი ვაშაძე

წყალტუბო არის ნათელი მაგალითი “ქართული ოცნების” მიერ მიტოვებული საქართველოსი, - ამის შესადებ "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმერეთში ყოფნისას საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ წყალტუბოს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, წყალტუბო 2 წელიწადში წალკოტად იქცევა. 

ჩემს უსაყვარლეს იმერეთში ვარ და ძალიან კარგი, თბილი დახვედრაა. ყველას გვინდა ერთიანობა, ყველას გვინდა გამარჯვება, ყველას გვინდა საქართველო ევროკავშირში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი გვეუბნება აღარ გვინდა დაპირისპირება, აღარ გვინდა ლანძღვა გინება. გვინდა მშვიდობა, გვინდა საქმე, გვინდა ინვესტიციების მოზიდვა. 
წყალტუბო არის ნათელი მაგალითი “ქართული ოცნების” მიერ მიტოვებული საქართველოსი. რამხელა დაპირებები იყო და არაფერი არ არის გაკეთებული და ჩვენ ამ ხალხს ვპირდებით, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში წყალტუბო იქნება წალკოტი. აქ იქნება ბევრი სამუშაო ადგილი, წინსვლა, წარმატება. ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ტურუსტი და ყველაფერს გავაკეთებთ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.