26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის - გიორგი ვაშაძე

11.08.24 14:26
26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის - გიორგი ვაშაძე

"ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრისას მოახლოეუბული არჩევნების და ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არა პარტიებს შორის, არამედ ქვეყნის მომავალსა და წარსულს შორის არჩევანია.  

მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის. 26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის. 

ჩვენ ვართ ის მომავალი, რომელსაც უნდა საქართველოს აღმშენებლობა, საქართველო ევროკავშირში. ძლიერი, ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული საქართველო. სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს გაერთიანებას “ერთიანობა”. 

როცა ერთიანია საქართველო, მაშინ ვერავერი ვერ უპირისპიდება და მაშინ მტერი ვერ გვამარცხებს. როცა გათითოკაცებული ვართ და ცალცალკე ვართ, სამწუხაროდ, მტერი ვერაგია და ძლიერია ამ დროს. 12 წელი საქართველომ დაპირისპირებაში დაყო. 12 წელი “ ქართული ოცნება” მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს, რომ დაგვაპირისპიროს, წაგვკიდოს ერთმანეთს, კიდევ მეტი ზიზღი, კიდევ მეტი სიძულვილი, ბოღმა. 

ჩართავ ტელევიზორს და ხალხშიც რომ დავდიოდით, ტელევიზორის ყურება შესძულდა ხალხს, იმიტომ, რომ სულ ცუდზეა ლაპარაკი, ხომ შეიძლება ერთხელ გამოხვიდე და მოსახლეობას უთხრა, აი, ეს ეროვნული ამოცანა გვაქვს, აი, ევროკავშირმა კარი გაგვიღო, დიდი ეროვნული ამოცანა გვაქვს, მოდი, ეს ამოცანა ერთად შევასრულოთ. 

აგერ თინასთან ერთად, თამუნასთან ერთად, როგორც კი ევროკავშირის პერსპექტივა გაიხსნა, პირველი ჩვენ გავაკეთეთ დოკუმენტი და პრემიერი რომ იყო მოსული, ვუთხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს არჩევნები გააყალბე, ბევრი რამ გამოვიარეთ ეს არის ეროვნული ამოცანა და მოდი, ამ ეროვნული ამოცანით გავერთიანდეთ და გავაკეთოთ, რაც სასაცილოდ არ იყოთ. 

მე ვფიქრობ, რომ წყალტუბო არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მიტოვებულია საქართველო. მე ერთ პირობას გაძლევთ, 77 დღე დაგვრჩა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ. ყველას ჩვენს გარშემო შევეხმიანოთ, 24/7ზე ვიშრომოთ და გამარჯვება არის გარდაუვალი. პირობას გაძლევთ ჩვენი ამოცანა პირველი ადგილი გამარჯვებაში. მორჩა მეორე ადგილი, აღარ გვინდა ვერცხლის მედალი, ოქროს მედალი გვინდა, - ამბობს გიორგი ვაშაძე.