აშშ საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს - ბადრი ჯაფარიძე

11.08.24 15:29
აშშ საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს - ბადრი ჯაფარიძე

აშშ საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჯინ შაჰინის და მაინ ტერნერის დღევანდელ პრესკონფერენციას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამ სიაშია პრემიერიც, რომელმაც სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე არ გამოხატა მზაობა, პრორუსულ პოლიტიკას გადაუხვიოს. 

აშშ გასცემს საკადრის პასუხს ყველა იმ „მოღვაწეს“, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ჩვენი ხალხის და ამერიკელი ხალხის მონაპოვარს, რომელიც 30 წელში დაგროვდა, განხორციელდა სტრატეგიულ პარტნიორობაში, სტრატეგიულ მეგობრობაში, ცდილობს, მიაყენოს ზიანი. ასეთი ადამიანები აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი მათ რიცხვშია, იმიტომ, რომ მან კიდევ ერთხელ, როგორც ჩანს, აჩვენა თავისი თავი ამ შეხვედრაზე, არანაირი მზაობა არ არის, რომ გადაუხვიონ პრორუსულ პოლიტიკას, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ პოლიტიკას, მაგრამ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ამ ლიდერების მცდელობისა, აშშ დგას ჩენი ხალხის გვერდით, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" საუბრებმა უშედეგოდ ჩაიარა. ამერიკელი პოლიტიკოსები ვეღარ ხედავენ ხელისუფლების სურვილს, საქართველო-ამერიკის დაპაუზებული უერთიერთობები გაგრძელდეს. ამის შესახებ ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.