პრემიერი ამტკიცებს, რომ გარე ძალები საქართველოში "ავტორიტარიზმის ფესტივალს" ატარებენ

11.08.24 15:58
პრემიერი ამტკიცებს, რომ გარე ძალები საქართველოში "ავტორიტარიზმის ფესტივალს" ატარებენ

 პრემიერ-მინისტრი დანიას დემოკრატიის ფესტივალის დაფინანსების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამაზე იმსჯელებენ. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გარე ძალები საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობენ, რასაც ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ფესტივალზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო გამოფენილი.

ის ფაქტი, რომ დანიური მხარე პირდაპირ აფინანსებს ავტორიტარიზმის ფესტივალს და ამ კუთხით აფინანსებს საარჩევნო პროცესს, საარჩევნო კამპანიას საქართველოში, ეს არის შემაშფოთებელი. რაც შეეხება პროცედურებს, ამაზე ვიმსჯელებთ. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში, საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი. საპარლამენტო არჩევნები წარიმართება პრეცედენტულ უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც არის ძალიან სამწუხარო. კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის ვინ ვინ არის, - თქვა კობახიძემ.