ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ დემოკრატიის ფესტივალს - ნაცვლიშვილი კალაძის განცხადებაზე
„ქართულ ოცნებას“ არც სიტყვა „დემოკრატიის“ გაგონება უნდა და არც ხალხთან უშუალო შეხვედრა არ უნდა, ამიტომ ცდილობენ ახლა, ამ პროცესს მოსცხონ ჩირქი, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი კახი კალაძის დემოკრატიულ ფესტივალზე იერიშს. დედაქალაქის მერმა თქვა, რომ დანიის ელჩი საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ, რადგან აღნიშნულ ფესტიავლს სწორედ დანია აფინანსებს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემა სწორედ თავად კახა კალაძეს მოუწევს.
„ქართულ ოცნებას“ არც სიტყვა „დემოკრატიის“ გაგონება უნდა და არც ხალხთან უშუალო შეხვედრა არ უნდა, ამიტომ ცდილობენ ახლა, ამ პროცესს მოსცხონ ჩირქი. ვინც ნამდვილად იქნება დაბარებული და მოუწევს ანგარიშის ჩაბარება, ეს თავად კალაძე და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნები არიან. ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, მაგალითად, კალაძე არაერთხელ იქნა საკრებულოში დაბარებული და მას არცერთ კითხვაზე არ აქვს პასუხი. ამიტომ, არჩევნების შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ კალაძეს სხვა უწყებაში მოუწიოს მისვლა და კითხვებზე პასუხების გაცემა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.