პაატა მანჯგალაძე: პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს, რომლისთვისაც ივანიშვილი და მისი ბაობაბები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო
"ერთიანობის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სიძულვილის ენით მოსაუბრე ხელისუფლებას პასუხი 26 ოქტომბერს უნდა გაეცეს. მისი თქმით, "ოცნებისთვის" გაცილებით მნიშვნელოვანია ივანიშვილის ბაობები, ვიდრე საქართველო თავისი ხალხით და კულუტურული მემკვიდრეობით.
“პირველ რიგში ვულოცავ ქართველ ოლიმპიელებს გამარჯვებას . ეს ბიჭები არიან საუკეთესო მაგალითი იმის, რა შეუძლია ერთად მდგარ ქართველობას, მებრძოლ ქართულ სულს.
სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ხელისუფლება კვლავ ზიზღის და სიძულვილის ენით ცდილობს ჩვენს გახლეჩას. არ ავყვეთ მათ ღვარძლიან პროპაგანდას და 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ. პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს, რომლისთვისაც ივანიშვილი და მისი ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
როგორ შეიძლება ივანიშვილის ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ცხოვრებისთვის, ვიდრე თუნდაც გელათი და სამონასტრო კომპლექსში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. არა ივანიშვილის რეჟიმს! ერთიანობით გავიმარჯვებთ!, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.