"სექტემბერში აშშ-გან უფრო ფართო სანქციებს უნდა ველოდოთ" - ანალიტიკოსები
სენატორ ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, რომელიც მათ პრესკონეფერენციაზე შეაჯამეს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დასავლეთი მუშაობას ახალ და უფრო ფართო სანქციებზე დაიწყებს. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობები ვერ გამოკეთდება და მხოლოდა უკან-უკან წავა.
ითვლება, რომ ეს კაცი არ არის სანდო, რბილად რომ ვთქვათ, და მასთან საქმის დაჭერა არ ღირს, ეს კონსესუსი დასავლეთში უკვე შედგა თავიდან ბოლომდე. სექტემბერში ალბათ უნდა ველოდოთ უფრო ფართო პაკეტს სანქციების, რომელიც იქნება როგორც გადაადგილების შეზღუდვა, ასევე რაღაც შემთხვევებში ფინანსური სანქციები და სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში არც ამერიკასთან და არც დასავლეთთან ურთიერთობა არა მარტო წინ ვერ წავა, არამედ უკან-უკან წამოვა და ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ევროკავშირიც უკვე მსჯელობს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ანუ იმის მაგივრად, რომ ამერიკაში მიგვეღო უვიზო რეჟიმი, ევროპაში მივიღებთ ახლა ვიზიან რეჟიმს, რაც არის „ქართული ოცნების“ დიდი „დამსახურება“, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ნინო დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ მოახლოებული არჩევნებს სერიოზულად უყურებ, რაზეც დღეს ჯინ შაჰინმაც ისაუბრა. დოლიძის თქმით, ეს, წესით, "ქართული ოცნების" ინტერესშიც უნდა იყოს, თუმცა ნათელია, რომ "ოცნება" პარტნიორებთან ურთიერთობებს მიზანმიმართულად აზიანებს.
ჩვენთვის საინტერესო იყო ის, რომ ისინი არჩევნებს უყურებენ ძალიან სერიოზულად და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დაკვირვების გარეშე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერორების გარეშე. ჩვენ თუ გვინდა უსაფრთხოდ ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ცივილურ სამყაროსთან თანამშრომლობა, ამიტომ წესთ და რიგით, ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს ეს, თუმცა ჩვენ არაერთი ნაბიჯი ვნახეთ მათი მხრიდან გადადგმული ამ ურთიერთობის დაზიანების, მათ შორის, ის რუსული კანონიც, რომელიც იქნა გაკრიტიკებული, - ამბობს ნინო დოლიძე.
სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" საუბრებმა უშედეგოდ ჩაიარა. ამერიკელი პოლიტიკოსები ვეღარ ხედავენ ხელისუფლების სურვილს, საქართველო-ამერიკის დაპაუზებული უერთიერთობები გაგრძელდეს. ამის შესახებ ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.