ანა ნაცვლიშვილი: ხალხს სურს დაინახოს რეალური ალტერნატივა, რეალური ცვლილებებისთვის!

11.08.24 17:36
ანა ნაცვლიშვილი: ხალხს სურს დაინახოს რეალური ალტერნატივა, რეალური ცვლილებებისთვის!

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები რეგიონულ საარჩევნო კამპანიას ამჯერად ქუთაისში განაგრძობენ. გაერთიანების ლიდერები, ახალგაზდებთან და ადგილობრივ მხარდამჭერებთან ერთად მოსახლეობას ხვდებიან და საარჩევნო გეგმაზე საუბრობენ, რომელიც საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს. 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით,  ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ადამიანებს სურთ  რეალური ცვლილებები და რეალური ალტერნატივა იმ ძალებისა, რომლებიც ბოლო 20 წელია მართავენ ამ ქვეყანას. 

ხალხი იმედიანად ელის 26 ოქტომბერს. დემოკრატიის ფესტივალზე ქუთაისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც წლებია საკუთარი ქალაქის და ქვეყნის უკეთესობისთვის შრომობენ, აქტიურობენ, და ახლა რუსული კანონი და ხელისუფლების რუსული პოლიტიკა მათ და მათ მომავალს უქმნის საფრთხეს. არაერთ ქუჩაზე შევხვდით და ვესაუბრეთ მოქალაქეებს,   ყველა ხედავს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება, რეალური ცვლილებები უნდა მოხდეს, ცვლილებისთვის კი ახალი ხელისუფლებაა საჭირო. გავაცანით "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო პროგრამა, ევროპული რეფორმების გეგმა, 1000 ლარიანი პენსიის, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის პროგრამა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეებიც აქტიურად ემზადებიან, მათი აქტიურობა გადამწყვეტი იქნება საბოლოო გამარჯვებისთვის, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.