"ოცნების" მოკავშირე ანალიტიკოსი ამერიკულ ფარას თავად არღვევდა
კაცი, რომელსაც "ოცნების" რუსული კანონი მოსწონდა, აღმოჩნდა, რომ თავად ამერიკულ ფარას არღვევდა. სკოტ ვიტერიი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც მის სახლში FBI-იმ სპეცოპერაციაა ჩაატარა. ამერიკის ფედერალურმა ბიურომ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან საეჭვო დოკუმენტაციები ამოიღო. ახლა გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს. რიტერი იყო ერთ-ერთი, ვინც ასპარეზზე თბილისში რუსული კანონის განხილვების ეტაპზე გამოჩნდა. სწორედ ის იზიარებდა "ოცნების" არგუმენტებს და ეწინააღმდეგებოდა რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს.
ახლა FBI არკვევს რა კავშირი არსებობს "ოცნების მოკავშირე ანალიტიკოსსა და რუსულ აგენტურას შორის.
რიტერის რუსულ კავშირებზე საუბრობს ქართული ოპოზიციაც.
პროპაგანდისტულ არხებზე აჟღერებს იმ გზავნილებს, რაც სჭირდება ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ხშირად ასევე იმ გზავნილებს, რაც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ამოცანები აქვთ რუსეთის ხელისუფლებას და მათ ქვეშევრდომ მთავრობას ჩვენს ქვეყანაში და ფარას გამოყენებით მისი საქმიანობის შეზღუდვა სწორედ იმას უკავშირდება, რომ ის, სავარაუდოდ, რუსეთის ინტერესებს ატარებს და კიდევ ერთხელ არის ეს ლუსტრირება იმის, რეალურად, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
"საქართელოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი პირდაპირ ამბობს, სწორედ რიტერის მსგავს რუსეთის აგენტებზე დგას დღეს "ქართული ოცნება".
ეს ადამიანი არის რუსეთის აგენტი და აშშ-მ ამიტომ დაიწყო ახლა ფარას ამოქმედება მის მიმართ და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადამიანი არის პედოფილიისთვის ოფიციალურად მსჯავრდებული პირი. რეალურად „ოცნება“ რას აკეთებს? აი, ასეთი ტიპის რუსეთის აგენტებზე დგას, რომლებიც მას ეხმარებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში და მეგობრებად ჰყავს ასეთი ხალხი გახდილი და ებრძიან მედიას, არასამთავრობო სექტორს, ებრძიან დამკვირვებლებს, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.