"ოცნების" ამერიკელი ლობისტი რუსულ აგენტურასთან კავშირებშია მხილებული
"ქართული ოცნების" ამერიკელი ლობისტი რუსულ აგენტურასთან კავშირებშია მხილებული. გაეროს ყოფილი ინსპექტორი ერთ-ერთია, ვისაც რუსული კანონი ივანიშვილის პარტიის მსგავსად მოსწონდა და თბილისის ქუჩის აქციებს აკრიტკიტებდა. რიტერი სწორედ ამ დროს გააქტიურდა და ქართულ საზოგადოებას თავი ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებით დაამახსოვრა.
ირკვევა, რომ "ოცნების" პოლიტიკაზე შეყვარებული ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში FBI-მ სპეცოპერაცია ჩაატარა და საეჭვო დოკუმენტები ამოიღო.
ახლა, ამერიკის ფედერალური ბიურო არკვევს, აქვს თუ არა რიტერსს ფარას კანონი დარღვეული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რიტერს გამოძიებასთან პრობლემები აქვს. მედია არქივი ინახავს დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სხვა სკანდალურ განცხადებებსაც. რიტერიი უკრაინას ბუჩაში სასაკლაოს მოწყობაში ადანაშაულებდა და ომზე პუტინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. მისი პროპაგანდა სწორედ ომის დაწყების შემდეგ აქტიურდება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.