ახალი შტურმი დემოკრატიის ფესტივალზე - "ოცნება" ახსნა-განმარტებებს დანიის ელჩისგან ითხოვს
"ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიის ფესტივალის წინააღმდეგ ახალი შტურმი დაიწყო. მმართველი გუნდი დანიის ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში გეგმავს. პრემიერი ამტკიცებს, რომ ღონისძიება სადაც მოქალაქეების ინფორმირებულობაზე ზრუნავენ, უცხო ქვეყნის მხრიდან დაფინანსებული საარჩევნო კამპანიაა.
დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს მესამე რეგიონში გუშინ ჩატარდა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს სიმბოლურად ქუთაისიდან უპასუხა. "ოცნების" ოპონენტები ფიქროობენ, რომ ოლიგარქის პარტია ერთობით შეშინებულია. ოპოზიციას რჩება განცდა, რომ დაშინების კამპანიის ჩაშლის გამო "ოცნება" წყობიდან გამოვიდა და ყველა დემოკრატიულიი პროცესის გაშავება დაიწყო.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.