კრიტიკას დამალული ოლიგარქი - ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩნოსნებთან შეხვედრაზე უარი თქვა
კრიტიკას დამალული ოლიგარქი და აღიარების დღე "ქართულ ოცნებაში" - ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩნოსნებთან შეხვედრაზე უარი თქვა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ვერ გაბედაა ესაუბრა სენატორთან, რომელიც 2012 წელს საქართველოშიი საგანგებო მისიით ჩამოვიდა და ხელისუფლების გადაბარების პროცესს ესწრებოდა. 12 წლის შემდეგაც, ჯინ შაჰინი საქართველოში კონკრეტული მიზნით დაბრუნდა. სურდა, მმართველი პარტია დაერწმუნებინა, რომ ხელისუფლების მტრული რიტორიკა ქვეყანას ღუპავს და მეგობრებს აშორებს. დახურულ კარს მიღმა სენატორიი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საკუთარ განცხადებებში მკაფიო, მკაცრი და მომთხოვნები იყვნენ.
დახურული შეხვედრებიდან ამბები მამართველმა პარტიამ სათავისოდ გამოიტანა. არ თქვეს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ორდღიანი ვიზიტის ბოლოს ფარდა ყველაფერს აეხადა. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში ამხილეს. "ოცნებას" არგუმენტები და ტონი დაუწუნეს. იმედგაცურებით განაცხადეს, რომ პრემიერისგან სხვა პასუხებს ელოდენენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.