გიორგი ვაშაძე - “ოცნების” მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ, რადგან იციან, მათი დრო დასრულდა!
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე” - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ საერთო ძალისხმევით ხელისუფლება შეიცვლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.
”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ რადგან იციან, მათი დრო დასრულდა! ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე დაგვყოფს, თუმცა ისინი ცდებიან, ქართველი ხალხის ნებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 26 ოქტომბერს ერთიანობით და საერთო ძალისხმევით მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ!” - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.