ვაპირებთ, დავიცვათ საკუთარი თავი და პასუხი გავცეთ ხელისუფლების ყველა მოძალადეს - ირაკლი კუპრაძე

12.08.24 11:34
ვაპირებთ, დავიცვათ საკუთარი თავი და პასუხი გავცეთ  ხელისუფლების ყველა მოძალადეს - ირაკლი კუპრაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ ოპოზიციაში ერთიანი სტრატეგია უნდა არსებობდეს. ოპოზიციის წევრის თქმით, მოახლოებული არჩევნები "ოცნების" მხრიდან ძალადობრივი იქნება, თუმცა ამას ერთიანი ძალებით შეწინააღმდეგება სჭირდება. 

ფაქტია, რომ ამ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში არსებული პოლიტიკოსები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები არ უნდა დარჩნენ მარტო და ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა არსებობდეს შეთანხმებული სტრატეგია, რომელიც შეეწინააღმდეგება ამ ძალადობას. კი, იქნება ეს არჩევნები ძალადობაზე დამყარებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ამას ჩვენ დავხვდებით ერთიანი პოზიციით, რომელიც დაგმობს ძალადობას და შეეწინააღმდეგება მას. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და პასუხი გავცეთ ხელისუფლების ყველა იმ მოძალადეს, რომელიც ადგილებზე დაგვხვდება და ამის ნამდვილად არ გვეშინია, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

გუშინ, სამტრედიაშია ინტერვიუს მიცემის დროს კოალიცია "ცვლილელებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკა დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო. ამის მიუხედევად, უწყება არ ამბობს, იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა თავდამსხმელი და გამოკითხეს თუ არა ის. ფაქტია, რომ ნიკა მელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც მისი ჩვენებით დაინტერესებულა ვინმე.