"ეს ყველაფერი არის მოთელვა იმასთან შედარებით, რაც იქნება სექტემბერში" - თეონა აქუბარდია მელიაზე თავდასხმაზე
ხელისუფლების შიშის დემონსტრაცია - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ნიკა მელიაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ეს ძალადობა მხოლოდ მოთელვაა იმასთან შედარებით, რასაც "ოცნება" სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთებს.
ნიკა მელიასთვის დაპირისპირების ინსპირირება, რაც, რა თქმა უნდა, ასევე იყო დადგმული და ხელოვნური და ეს ყველაფერი არის მოთელვა იმასთან შედარებით, რაც იქნება სექტემბერში. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ვერ იგებს არ არჩევნებს და ამიტომ აჩვენებს ამ ძალას, რომ დააშინოს ამომრჩეველი, რომელიც მივა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე და ეს არის ის ტაქტიკა, რომელიც იყო აქამდე გამოყენებული ენმ-ს მხრიდან და ეს არის შიშის დემონსტრაცია, რომელიც მათ, ბუნებრივია, აქვთ, - ამბობს თეონა აქუბარდია.
გუშინ, სამტრედიაშია ინტერვიუს მიცემის დროს კოალიცია "ცვლილელებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკა დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო. ამის მიუხედევად, უწყება არ ამბობს, იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა თავდამსხმელი და გამოკითხეს თუ არა ის. ფაქტია, რომ ნიკა მელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც მისი ჩვენებით დაინტერესებულა ვინმე.