ივანიშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების ეშინია, ამიტომ დაემალა ჯინ შაჰინს - ირაკლი კუპრაძე
ივანიშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ეშინია, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე იმ ფაქტს, რომ ოლიგარქი ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილს ეშინია იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც მას ანტოდემოკრატიული ნაბიჯების გამო პარტნიორები დააკისრებენ.
ჯინ შაჰინი არის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაში იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს მიეღო ეს ხელისუფლება არჩევნების შედეგად. სამწუხაროდ, ცხადია, დღეს ბიძინა ივანიშვილი ემალება ჯინ შაჰინს მარტივი მიზეზის გამო: მას ეშინია იმ პასუხისმგებლობის, რასაც დააკისრებს მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რაც შეიძლება იყოს ეკონომიკური სანქციები, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს იმ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, რასაც ჩენს ქვეყანაში ახორციელებს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან სუაბრის სურვილი ჰქონდა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.