ამერიკელი პარტნიორები ჯიუტი ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია - ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ “ივანიშვილი პრორუსული ოლიგარქია“, თუმცა დღეს ისინი ფაქტის წინაშე დადგნენ.
მელია მიიჩნევს, რომ “შაჰინს აქვს ვალდებულება მშვიდობიანი ხელისუფლების გადაცემა უზრუნველყოს მიმდინარე წელს.“
არ უნდოდათ, დაეჯერებინათ, საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობ, რომ ივანიშვილი არის ერთი პრორუსული და მეორე არის ოლიგარქი. დღეს, როდესაც ჯიუტი ფაქტის წინაშე დადგა ამერიკელი ჩვენი პარტნიორი, მაღალჩინოსანი, ისინი ბუნებრივია, ცდილობენ პოლიტიკური და ადამიანური ვალდებულებების შესრულებას. ადამიანური ვალდებულება აქვს, ჩემი აზრით ქალბატონ შაჰინსაც, მშვიდობიანი ხელისუფლების გადაცემა უზრუნველყოს მიმდინარე წელს და ეს ასეც იქნება“,- განაცხადა მელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ ამბობს, რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ამერიკელ კოლეგებს და აცხადებს, რომ მან თავად არაერთგზის განუმარტა, რატომ არ ხვდებოდა მათ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და თუ სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, ან ივანიშვილს თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე.
მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.