ფარდა ახდილია, აღარავინ ტყუვდება, რომ ქვეყანას კობახიძე, ღარიბაშვილი, ან ვიღაც სხვა მართავს - ზურა ჯაფარიძე
კოალიცია "ცვლილებებისთვი“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის მტკიცებით, ყველაფერს ფარდა აქვს ახდილი და აღარავინ ტყუვდება, რომ კობახიძე, ან ღარიბაშვილი, ან ვიღაც სხვა მართავს ამ ქვეყანას.
ჯაფარიძის თქმით, ის რომ ივანშვილი არ შეხვდა ამერიკელ პოლიტიკოსებს “ინდიკატორია, რომ ის აპირებს გააგრძელოს ამ ქვეყნის კურსის შემოტრიალება და ააცილოს ეს ქვეყანა თავის ისტორიულ განვითარების გზას“.
უნდოდათ შეხვედრა ივანიშვილთან, ეს აჩვენებს იმას, რომ ყველაფერს ფარდა ახდილი აქვს. რაღაც ილუზიებში აღარ არის და აღარავინ ტყუვდება, რომ კობახიძე ან ღარიბაშვილი, ან ვიღაცა მართავს ამ ქვეყანას. მათ ზუსტად იციან, ვინ არის ამ ქვეყანაში უფროსი, ეგ არის ივანიშვილი ის მართავს მთლიან პროცესებს ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე. ის, რომ არ შეხვდა და არ დაელაპარაკა ეგეც ინდიკატორია, რომ ის აპირებს გააგრძელოს ამ ქვეყნის კურსის შემოტრიალება და ააცილოს ეს ქვეყანა თავის ისტორიულ განვითარების გზას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ ამბობს, რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ამერიკელ კოლეგებს და აცხადებს, რომ მან თავად არაერთგზის განუმარტა, რატომ არ ხვდებოდა მათ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და თუ სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, ან ივანიშვილს თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე.
მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.