თავდასხმა ნიკა მელიაზე - პრემიერი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს

12.08.24 13:12
თავდასხმა ნიკა მელიაზე - პრემიერი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს

ნიკა მელიაზე თავდასხმის შემდეგ პრემიერი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სწორედ მმართველი პარტიისთვის არის. 

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, მმართველი ძალისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კოალიცია "ცვლილელებისთვის" ლიდერზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო. ამის მიუხედევად, უწყება არ ამბობს, იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა თავდამსხმელი და გამოკითხეს თუ არა ის. ფაქტია, რომ ნიკა მელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც მისი ჩვენებით დაინტერესებულა ვინმე.