როდესაც ასეთი მავნებლები, უსამშობლოები არიან, არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებს მათ მიმართ აგრესია უჩნდებათ - გორდულაძე მელიაზე თავდასხმაზე

12.08.24 13:31
როდესაც ასეთი მავნებლები, უსამშობლოები არიან, არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებს მათ მიმართ აგრესია უჩნდებათ - გორდულაძე მელიაზე თავდასხმაზე

 "ქართული ოცნება" ისევ ძალადობას ახალისებს. ნიკა მელიაზე თავდასხმის შემდეგ სახელისუფლებო გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ მავნებელი და უსამშობლო ადმაიამების მიმართ მოქალაქეების აგრესია გასაკვირი არ არის. ამასთან, გორდულაძე ამტკიცებს, რომ ძალადობა ყველა შემთხვევაში მიუღებელია, მათ შორის, "დამნაშავეებზეც". 

კონკრეტული ადამიანის ქმედების უკან რა დგას, რა მოტივაცია ჰქონდა და რა პიროვნული დამოკიდებულება ჰქონდა, ეს მე ხომ არ ვიცი, არა? შესაბამისი გამოძიება წარიმართება, საგამოძიებო სამსახურები არსებობენ და მათ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. როდესაც ასეთი მავნებლები, უსამშობლოები არიან, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ კონკრეტულ ადამიანებს მათ მიმართ აგრესია უჩნდებათ. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა დონის დამნაშავეც არ უნდა იყოს და რა დავალებასაც არ უნდა ასრულებდეს ეს კონკრეტული ადამიანი, - ამბობს არჩილ გორდულაძე.

გუშინ, სამტრედიაშია ინტერვიუს მიცემის დროს კოალიცია "ცვლილელებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკა დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო. ამის მიუხედევად, უწყება არ ამბობს, იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა თავდამსხმელი და გამოკითხეს თუ არა ის. ფაქტია, რომ ნიკა მელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც მისი ჩვენებით დაინტერესებულა ვინმე.