ნებისმიერი წინააღმდეგობა გვაძლიერებს - მელია მასზე თავდასხმაზე
"ოცნება" ცდილობს, ამ გზააბნეული ხალხის მეშვეობით მომხრეები გაამხნევოს, - ასე აფასებს ნიკა მელია სამტრედიაში მასზე განხორციელებულ თავდასხმას. "ცვლილებებისთვის" ლიდერი ამბობს, რომ წინაღმდეგობები მათ უფრო აძლიერებს და გამარჯვებაც გარდაუვალია.
კობახიძე, კალაძე, ივანიშვილი აკეთებს ერთს, საუბრობს მეორეს. ამას ყველა მიეჩვია. ცდილობს, რომ ამ გზააბნეული ხალხის მეშვეობით რაღაცნაირად საკუთარი მომხრეები გაამხნევოს, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერი ვარ მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც. სიმართლე გითხრათ, არც მსურს მათზე კომენტარი გავაკეთო. მადლობა ღმერთს, ორთვენახევარშია არჩევნები. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, კვლავ ისაუბრონ, ოღონდ ისაუბრონ ოპოზიციიდან და არა სახელისეფლებო ტალავნებიდან და კაბინეტებიდან, რომელიც აქვთ მიტაცებული. ამიტომ, ყურადღებას არ ვაქცევთ. ნებისმიერი წინააღმდეგობა გვაძლიერებს. გაიხსნება ყველგან შტაბი, იქნება სიმრავლე, იქნება სიმართლე, იქნება მორალური უპირატესობა და გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს, - ამბობს ნიკა მელია.
გუშინ, სამტრედიაშია ინტერვიუს მიცემის დროს კოალიცია "ცვლილელებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკა დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო. ამის მიუხედევად, უწყება არ ამბობს, იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა თავდამსხმელი და გამოკითხეს თუ არა ის. ფაქტია, რომ ნიკა მელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც მისი ჩვენებით დაინტერესებულა ვინმე.