ძალადობა ნიკა მელიაზე - ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ თავდასხმა წინასწარ დაორგანიზებული იყო
ზურა გირჩი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ სამტრედიაძე ნიკა მელიაზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო. "ცვლილებებისთვის" ლიდერის თქმით, სამტრედია იყო ერთადერთი, სადაც სამტავრობო მედია შეინიშნებოდა და სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტის გადასაღებად იყო იქ მობილიზებული.
ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ძალადობრივი თავდასხმები ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ხალხის დასაშინებლად სჭირდება, თუმცა მისი თქმით, ეს შედეგს ვერ გამოიღებს.
ჩვენ დავდივართ უკვე რამდნეიმე დღეა და ბევრი ოფისები გავხსენით. სამტრედიის ოფისი იყო ერთადერთი, სადაც პოსტ ტვ-ის კამერა იყო მოსული და მაგისთვის იყო მოსული, რომ დაორგანიზებული ჰქონდათ ეს და რომ გადაეღო ეგ კადრი. არ ვიცი რა ჰგონიათ, ალბათ უფრო ფიქრობენ იმას, რომ მოსახლეობასტან შეხვედრებზე ხალხს შეეშინდება გამოსვლა და აღარ გამოვა, თორემ ჩვენ რომ მაგით ვერ შეგვაშინებენ, გასაგებია. ველოდებით, რომ მაგაზე უარესებიც იქნება აგვისტოშიც, სექტემბერშიც და ოქტომბერშიც. მაგისთის სრული მზაობა გვქვს, არც იმის მჯერა, რომ ხალხს შეეშინდება. პირიქით, იქაც ახლა, ადგილობრივების რეაქცია იყო, რომ უხერხულობაში ჩავარდნენ და იმ ადმაიანს თვითონ დაუპირისპირდნენ. რომც იპოვონ, შეიძლება რაღაც ფორმალური ჯარიმა გამოუწერენ და მერე თვითონ გადაუხდიან და გამოუშვებენ. არაფერი სხვა არ იქნება. რომ დაიჭირონ, მერე ხომ კიდევ დასჭირდებათ ეგეთი ვიღაცეები, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
გუშინ, სამტრედიაშია ინტერვიუს მიცემის დროს კოალიცია "ცვლილელებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკა დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო. ამის მიუხედევად, უწყება არ ამბობს, იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა თავდამსხმელი და გამოკითხეს თუ არა ის. ფაქტია, რომ ნიკა მელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც მისი ჩვენებით დაინტერესებულა ვინმე.