ამას აკეთებდნენ 2003-ში, ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს - სააკაშვილი ნიკა მელიაზე თავდასხმაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს და “ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში.“
როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია.
რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, „პოსტ ტვს“ თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, სამტრედიაში, ნიკა მელიას, მაშინ როდესაც ის მედიასთან კომენტარს აკეთებდა, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.