პრეზიდენტი იმ აგენტურული გეგმების თანამონაწილეა, რომელზეც ენმ დგას - მდინარაძე

12.08.24 15:24
პრეზიდენტი იმ აგენტურული გეგმების თანამონაწილეა, რომელზეც ენმ დგას - მდინარაძე

პრემიერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმა "ოცნების" სხვა ლიდერებმაც განაგრძეს. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ აგენტურული გეგმების თანამონაწილეა, რომელზეც ენმ დგას. სახელისუფლებო გუნდის წევრი პრეზიდენტს ურჩევს, მათ მიერ ჩატარებული არჩევნების ნაცვლად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს დააკვირდეს, რომელიც მდინარაძის მტკიცებით, პარალელურ ხმის დათვლას აყალბებს. 

არანაირი სადამკვირვებლო საკითხები მას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს, პრაქტიკულად, არ ახლავს. რისკები ახლავს, მაგალითად, ISFED-ს, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არ გააყალბონ. სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ, აყალბებდა საქართველოში არჩევნებს და აი, იმ კარგი დაკვირვების შედეგად რა დასკვნებს გამოიტანს, ეს გვითხრას, თუმცა არ გვეტყვის, იმიტომ, რომ თვითონაც თანამონაწილეა იმ აგენტურული გეგმების, რომელზეც დგას ნაცმოძრაობის გეგმები, - ამბობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა "ოცნებამ" მას შემდეგ განაახლა, რაც სალომე ზურაბიშვილი მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში ჩაერთო და სოციალური ქსელით მოქალაქეების ინფორმირება დაიწყო.