მზად იყვნენ, მოსახლეობის წინააღმდეგ წასულიყვნენ - რატომ დატოვა კასპის ყოფილმა მერმა "ოცნების" რიგები

12.08.24 15:29
მზად იყვნენ, მოსახლეობის წინააღმდეგ წასულიყვნენ - რატომ დატოვა კასპის ყოფილმა მერმა "ოცნების" რიგები

''ჩემთვის უპირველესი არის სახელმწიფო ინტერესები" -  კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერაბაშილი მმართველი პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. 

 მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ქვეყნაში განვითარებულმა ბოლო  მოვლენებმა გაამყარა: 

ჩემთვის უპირველესი არის სახელმწიფო ინტერესები, შესაბამისად ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევერთდებოდი "ერთიანობის’’ კოალიციას, იმ ადამიანებთან ერთად, ვინებიც არიან სათავეში კონკრეტულად ამ ჯგუფის. ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაამყარა, რა თქმა უნდა, ბოლო მოვლენებმა, როდესაც მოსახლეობის საწინააღმდეგოდ დავინახე,  მზად იყვნენ წასულიყვნენ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები. - განაცხადა მანუჩარ მერაბაშვილმა.

 

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებენ - კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოპოზიციას  შეუერთდა, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი და კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერაბაშვილი.