ზურაბიშვილს ვურჩევ, თუ შიშობს, ვალერიანის წვეთები მიიღოს და საღამოს ნაკურთხი წყალი დალიოს - მაჭარაშვილი
ზურაბიშვილს ვურჩევ, თუ შიშობს, ვალერიანის წვეთები მიიღოს და საღამოს ნაკურთხი წყალი დალიოს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. საქმე ეხება ზურაბიშვილის მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში ჩართვას.
მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ არჩევანი საქართველოს მოქალაქეებმა უკვე გააკეთეს და ეს მშვიდობაა და არა ომი და ლგბტ პროპაგანდა.
ზურაბიშვილს ერთადერთს ვეტყვი, რომ თუ შიშობს, ვალერიანის წვეთები მიიღოს და საღამოს ნაკურთხი წყალი დალიოს. ეს თუ უშველის მაგას, მეტი საშველი მაგას არ აქვს. არჩევნების ბედი, ჩვენ ვიცით, რომ უკვე ხალხმა გადაწყვიტა. გადაწყვიტა 17 მაისს, როდესაც აჩვენა, რომ ის დგას ტრადიციული ცხოვრების მხარეს, მშვიდობის მხარეს და არ დგას ომის მხარეს და ლგბტ პროპაგანდის მხარეს, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა "ოცნებამ" ამას შემდეგ განაახლა, რაც სალომე ზურაბიშვილი მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში ჩაერთო და სოციალური ქსელით მოქალაქეების ინფორმირება დაიწყო.